საქართველოს ქვიშის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა A დივიზიონის საგზური მოიპოვა

19 ივლისი 2024, 22:01 1444 ნახვა

საქართველოს ქვიშის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროლიგის A დივიზიონის საგზური მოიპოვა.

ბათუმში მიმდინარე ევროლიგის B დივიზიონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები მეორე ტურში უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 4-5 დამარცხდა.

მარცხის მიუხედავად საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რადგან პირველ ტურში ლატვია 6-1 დაამარცხა და ბურთების შეფარდება საუკეთესო აქვს.

ახლა ბათუმში ''ბათუმის საერთაშორისო თასის'' გათამაშება გრძელდება, სადაც საქართველოს ნაკრები არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა 20 ივლისს ბათუმის ქვიშის მოედანზე 20:30 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალია.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში