საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სიდნეიში ავსტრალიასთან 29-40 დამარცხდა

20 ივლისი 2024, 11:55 508 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის სერიის ბოლო მატჩი სიდნეიში ''ალიანს სთედიუმზე'' ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 29-40 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ორი ლელო ტაბუცაძემ დადო, ხოლო თითო ლელო ბაბუნაშვილის და ნინიაშვილის ანგარიშზეა.

3 ზუსტი გარდასახვა და ერთი ჯარიმა მატკავამ ზუსტად შეასრულა.

"ბორჯღალოსნებმა'' ავსტრალიის ნაკრებს ერთ მატჩში პირვალად დაუდო 2-ზე მეტი ლელო და ასევე პირველად მიითვალა 15-ზე მეტი ქულა.

ზაფხულის ტესტებზე  'ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ორი მატჩი გამართეს. 5 ივლისს ბათუმში ფიჯის ნაკრებთან 12:21 დამარცხდნენ, 13 ივლისს კი სენდაიში ტიერ 1-ის წარმომადგენელი იაპონია 25:23 დაამარცხეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში