დარღვეული  ვადები  და დავა სასამართლოში

04 აპრილი 2017, 00:00 3378 ნახვა

კურორტ ბეშუმში შიდა გზების რეაბილიტაცია განსაზღვრულ ვადებში ვერ შესრულდა, რის გამოც ხულოს გამგეობამ კომპანია „ლიტომის წარმომადგენლობა საქართველოში“ დააჯარიმა.

კომპანიაში  სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბარში კი, სამუშაოების განსაზღვრულ დროში დაუსრულებლობას, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს   უკავშირებენ.

საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. პირველი ინსტანციის მოსამართლემ გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა და  გამგეობას შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოსთვის  122 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ხულოს გამგეობა ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.  საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” წევრმა ისაუბრა. გურამ სურმანიძე დაინტერესებას აუდიტის სამსახურისა და შესაბამისი უწყებებისგან ითხოვს. 

ამავე კატეგორიაში