გასულ კვირას მე ტყვია მივიღე დემოკრატიისთვის, ჩვენ მტრებს ჩემი გაჩუმება სურდათ - დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2024, 10:05 345 ნახვა

დონალდ ტრამპის განცხადებით, ნოემბერში დაგემილი არჩევნები აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. მისივე თქმით, დემოკრატებმა არც კი იციან, ვინ იქნება მათი კანდიდატი.

„მათ უნდა ჩაატარონ ყრილობა და რამდენიმე პრობლემა აქვთ. ნომერ პირველი – მათ წარმოდგენა არ აქვთ, ვინ არის კანდიდატი“, – აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას დიდი ყურადღება იმიგრაციის საკითხს დაუთმო და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გეგმების შესახებ ისაუბრა.

„როგორც კი პრეზიდენტის ფიცს დავდებ, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე დიდ ოპერაციას დავიწყებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ყოფილი პრეზიდენტი, გამოეხმაურა ოპონენტების კრიტიკასაც, რომლებიც აცხადებენ, რომ ის საფრთხეა დემოკრატიისთვის.

„გასულ კვირას მე ტყვია მივიღე დემოკრატიისთვის. არასდროს დაგავიწყდეთ, ჩვენ მტრებს სურდათ, ჩემთვის თავისუფლების წართმევა, რადგან მე არასდროს დავუშვებდი თქვენი თავისუფლების წართმევას. მათ ჩემი გაჩუმება სურდათ, რადგან მე არასდროს დავუშვებდი, რომ მათ თქვენ გაეჩუმებინეთ“, -განაცხადა ტრამპმა.

თავდასხმის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი მხარდამჭერების წინაშე წინასაარჩევნო აქციაზე პირველად წარსდგა.

ღონისძიება მიჩიგანში გაიმართა და მას განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მოქალაქე დაესწრო. შენობაში გამართულ შეხვედრაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში