ინგმარ ვილკვისტის „ჰელვერის ღამე“ ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე

21 ივლისი 2024, 11:59 439 ნახვა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, გასტროლის ფარგლებში ბათუმელი მაყურებლის წინაშე წარსდგა. ბათუმის დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, ინგმარ ვილკვისტისჰელვერის ღამე“ ითამაშეს.

პიესაში, რომელსაც საფუძვლად ნამდვილი ამბავი უდევს ორი მთავარი გმირი მონაწილეობს, ტრავმირებული კარლა, ქალი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის - ჰელვერის აღსაზრდელად აყვანით ტრაგიკული შეცდომის გამოსწორებას ცდილობს. სპექტაკლი მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი თავაძემ დადგა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში