აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

21 ივლისი 2024, 11:55 366 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გაერო-ს სასამართლოს მოსაზრება ისრაელის მიერ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას გაართულებს.

დეპარტამენტის წერილობითი განცხადების მიხედვით, დასახლებების სამთავრობო მხარდაჭერის ისრაელის პროგრამა საერთაშორისო სამართალს არ შეესაბამება, თუმცა სასამართლოს მოსაზრების მოცულობა გაართულებს კონფლიქტის დარეგულირების ძალისხმევას.

ცნობისთვის, მართლმსაჯულების სასამართლომ 19 ივლისს დაადგინა, რომ პალესტინური ტერიტორიების ოკუპაცია და იქ აშენებული დასახლებები უკანონოა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში