აზერბაიჯანი სომხეთს სასაზღვრო რაიონში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

21 ივლისი 2024, 15:43 373 ნახვა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 20 ივლისს, 22:10 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა მსხვილი კალიბრის იარაღიდან ქალბაჯარის რაიონში, ისტისუს დასახლების მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

„ჩვენმა ქვედანაყოფებმა ამ მიმართულებით ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს”, – აღნიშნულია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბაქოს ბრალდებებს ერევანი უარყოფს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში