პარიზი ოლიმპიური თამაშებისთვის უსაფრთხოების ზომებს უკიდურესად ამკაცრებს

21 ივლისი 2024, 19:44 389 ნახვა

პარიზი ოლიმპიური თამაშებისთვის უსაფრთხოების ზომებს უკიდურესად ამკაცრებს. საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში წესრიგის დაცვას 45 000 პოლიციელი, 20 000 სამხედრო მოსამსახურე და უსაფრთხოების კერძო სამსახურების 20 000 თანამშრომელი უზრუნველყოფს.

უსაფრთხოების უმკაცრესი ზომების მიღება საფრანგეთის დაზვერვის მიერ მოპოვებულმა ინფორმაციამაც განაპირობა, რომლის მიხედვით, ცერემონიის მიმდინარეობისას ტერორისტების გააქტიურების დიდი რისკია.

ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისს გაიხსნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში