საქართველოს ქვიშის ფეხბურთელთა ნაკრები ''ბათუმის საერთაშორისო თასის'' მესამე ადგილის მფლობელია

21 ივლისი 2024, 20:48 1222 ნახვა

საქართველოს ქვიშის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ''ბათუმის საერთაშორისო თასის'' მესამე ადგილის მფლობელია.

საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები ანგარიშით 5-2 დამარცხა და საბოლოო ჯამში მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში გამართულ ევროლიგის B დივიზიონის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 2025 წლიდან A დივიზიონში იასპარეზებს.

"ბათუმის საერთაშორისო თასის'' ფინალში კი უკრაინის ნაკრები არაბთა გაერთიანებული საამიოების ნაკრებს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში