ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის

21 ივლისი 2024, 22:52 390 ნახვა

ჯო ბაიდენი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის.

ამის შესახებ,  თავად, ბაიდენმა განაცხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა მონაწილეობა, მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია გადგომა და ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე ფოკუსირება.

 

მე ვესაუბრები ერს, ამ კვირის ბოლოს, უფრო დეტალურად ჩემი გადაწყვეტილების შესახებ", - წერს ბაიდენი პლატფორმა X -ზე.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატების კანდიდატს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში