ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის, მისი გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს - ოლაფ შოლცი

22 ივლისი 2024, 10:53 323 ნახვა

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემმა მეგობარმა, ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია თავისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის. მისი წყალობით ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მჭიდროა, ნატო ძლიერია, აშშ კი ჩვენთვის კარგი და საიმედო პარტნიორია. მისი გადაწყვეტილება, აღარ იყაროს კენჭი, პატივისცემას იმსახურებს“, –ამბობს შოლცი.

ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის და დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისს უჭერს მხარს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში