საქართველოს დავით ყიფიანის საქართველოს თასის მერვედფინალისტები გაირკვა

22 ივლისი 2024, 09:44 571 ნახვა

საქართველოს თასის გათამაშების ყველა მერვედფინალისტი ცნობილია. მეთექვსმეტედფინალის მთავარი მოულოდნელობა გორის „დილას“ ქვედალიგელ „გარეჯთან“ მარცხი იყო.

გორის „დილა“ ეროვნული ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელიც მერვედფინალში ვერ ითამაშებს, სადაც ცენტრალური მატჩი „იბერიას“ და „დინამო თბილისის“ დაპირისპირება იქნება.

საქართველოს თასის მერვედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: „სამგურალი“ – „გაგრა“; „ლოკომოტივი“ – „თელავი“; „დინამო თბილისი 2“ – „ტორპედო“; „გარეჯი“ – „სამტრედია“; „რუსთავი“ – „კოლხეთი“; „ლოკომოტივი 2“ – „სპაერი“; „იბერია“ – „დინამო თბილისი“; „მეშახტე“ – „დინამო ბათუმი“. მერვედფინალური ეტაპის მატჩები 27-28 ივლისს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში