ბაიდენი საარჩევნო რბოლას გამოეთიშა

22 ივლისი 2024, 10:44 348 ნახვა

დემოკრატიული პარტიის ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენის კამალა ჰარისით ჩანაცვლებას. კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლა დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა უარი თქვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და მხარი დაუჭირა ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის კანდიდატურას რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

„ჩემთვის პატივია პრეზიდენტის მხარდაჭერა და ჩემი მიზანია, გავიმარჯვო. არჩევნებამდე 107 დღე გვაქვს. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ჰარისმა.

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ბაიდენს ერის ისტორიაში ყველაზე ცუდი  პრეზიდენტი უწოდა და თქვა, რომ ის თავიდანვე არ შეეფერებოდა ამ თანამდებობას.

ბაიდენის გადაწყვეტილებას მიესალმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი რობერტ კენედი უმცროსი, მაგრამ მოუწოდა დემოკრატიულ პარტიას, უზრუნველყოს გამჭვირვალე პროცესი მემკვიდრე კანდიდატის შესარჩევად, რომელიც „ყველაზე უკეთესად დაამარცხებდა დონალდ ტრამპს“ და დასძინა,  ბაიდენს ეს  თავის დროზე რომ გაეკეთებინა, მას არ მოუწევდა დემოკრატიული პარტიის დატოვება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში