რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ბსუ-ში

22 ივლისი 2024, 17:53 611 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 10 ხმით  რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ხალვაში აირჩია, რომელმაც კენჭისყრამდე აკადემიური საბჭოს წევრებს ექვსთვიანი სამოქმედო გეგმა გააცნო .

ხალვაშმა ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესსა და მიღებული რეკომენდაციების წარმატებით შესრულების აუცილბლობას , ასევე ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული განვითარების გეგმით გაწერილი ამოცანების შესრულებაზე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად არჩევნები 19 ივლისს იყო ჩანიშნული, თუმცა რადგანაც რექტორობის მსურველი არ დარეგისტრირებულა, ამიტომ აკადემიური საბჭო დროებით მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს. ბსუ-ის რექტორი აქამდე ორი ვადით მერაბ ხალვაში იყო.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში