ძალისმიერ სპორტი

22 ივლისი 2024, 19:57 499 ნახვა

აჭარის ძალისმიერი სპორტის ფედერაციისა და საქართველოს გაერთიანებული ძალების სამჭიდის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ბათუმში ძალისმიერ სპორტში საერთაშორისო ტურნირი - „შავი ზღვის თასი“ გაიმართა, რომელშიც შვიდი ქვეყნის ასამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

შეჯიბრება სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდა. წარმატებით იასპარეზეს ბათუმელმა სპორტსმენებმა, რომლებმაც სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოიპოვეს. ბათუმის კრივის აკადემიის წარმომადგენელი ნუკრი დიასამიძე შტანგის ამოწევაში ტურნირის ჩემპიონი როგორც მის წონით კატეგორიაში, ასევე აბსოლუტურ წონაში გახდა, მან 292,5 კილოგრამი დააფიქსირა.

15 წლის დიმა კოვტოლიუკმა კი 115 კილოგრამით ამოწევაში მისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა, წოლჭიმში კი კოვტალიუკმა 85 კილოგრამი დააფიქსირა. ქართველი სპორტსმენები უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში