გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

23 ივლისი 2024, 19:54 717 ნახვა

ინტენსიური გეომეტრია- ასე ჰქვია ლერი და რევაზ ჭანტურიების პერსონალურ გამოფენას, რომელსაც ბათუმის ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრების ბოლოდროინდელი  ნამუშევრები. ლერი ჭანტურიას შემოქმედება  გეომეტრიულ და ექსპრესიულ ფერწერას, ასევე, დაზგურ ქანდაკებას, მოზაიკასა და ჭედურ ნამუშევრებს მოიცავს, რეზო ჭანტურიას მხატვრული სტილი კი ძირითადად გეომეტრიული აბსტრაქციაა.

  ძმები ამჟამად შვედეთში ცხოვრობენ და მათ ნამუშევრებს, ხშირად, ევროპის სხვადასხვა მუზეუმი მასპინძლობს. რეტროსპექტიული გამოფენის დათვალიერება მსურველებს თვის ბოლომდე შეუძლია. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში