დღეიდან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს, მედიკამენტების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ

24 ივლისი 2024, 10:11 478 ნახვა
 

ონკოლოგიურ პაციენტებს, დღეიდან, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ.

პაციენტები მათთვის საჭირო მედიკამენტებს სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან. შესაბამისად, ცვლილება 24 ივლისის შემდეგ გაცემული ელექტრონული რეცეპტების საფუძველზე გასაწევ მომსახურებებს შეეხება.

აქამდე, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში შეძენა და, სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, კვლავ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ.

ბათუმის მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ "მედცენტრში" ამბობენ, რომ კლინიკას დაემატა ახალი სივრცე და შესაბამისად მზადაა პაციენტებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებიდან მიაწოდოს საჭირო მედიკამენტი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში