კიოლნის აეროპორტში ეკოაქტივისტების პროტესტმა საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა

24 ივლისი 2024, 14:01 413 ნახვა

გერმანიის ქალაქ  კიოლნის აეროპორტმა ყველა დაგეგმილი ფრენა შეაჩერა მას შემდეგ, რაც კლიმატის დამცველმა აქტივისტებმა ასაფრენ ბილიკზე შეღწევა შეძლეს,  წებო დაასხეს და ხელებით მიიმაგრეს თავი. 

ეკო აქტივისტები გერმანიის მთავრობას მოუწოდებენ, გააფორმონ გლობალური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის უარს იტყვის ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარებაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში