საქართველოს ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში 

24 ივლისი 2024, 13:40 390 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დღეს დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრება ვაჟთა და გოგონათა შორის როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში ტარდება.

ასპარეზობაში სულ 80 სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის 18 აჭარის წარმომადგენელია.

ტურნირის მთავარი მიზანი საქართველოს ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევაა. საქართველოს ჩემპიონატი ხვალ დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში