ქედაში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა - არიან დაშავებულებიც

25 ივლისი 2024, 10:54 3433 ნახვა

ქედაში, სოფელ გობრონეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ხულოდან ბათუმისკენ მოძრავი მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.  მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქედის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

ადგილზე საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში