ბათუმი ბილიარდში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

25 ივლისი 2024, 20:01 485 ნახვა

 დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში თავისუფალ პირამიდაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.    ევროპის ჩემპიონობისთვის 14 ქვეყნის 104 მონაწილე იბრძოლებს, მათ შორის არიან ისეთი ტიტულოვანი სპორტსმენები, როგორებიცაა მსოფლიოს ჩემპიონი ფინელი პეტრე პოხიოლა,  ევროპის ჩემპიონი ტოფიკ გულიევი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი სეიმურ მამადოვი და სხვები.

 კონტინენტის პირველობაზე ოცი მობილიარდე საქართველოდანაა.  აჭარა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი სპორტსმენითაა წარმოდგენილი.  ტურნირი ევროპის სალუზო ბილიარდის ფედერაციის ეგიდით, ევროპის პირამიდის ფედერაციასთან ერთად ტარდება. 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში