საერთაშორისო ტურნირი საპლაჟო ხელბურთში

26 ივლისი 2024, 11:10 716 ნახვა

ბათუმის ახალ ქვიშის მოედანზე ორი დღეა მიმდინარეობს საერთაშორისო ტურნირი საპლაჟო ხელბურთში „შავი ზღვის თასი 2024“.

ტურნირი ტრადიციულია და ჩვენი ქალაქი მას უკვე მეორე წელია მასპინძლობს. შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონის გუნდებთან ერთად ხელბურთელები სასომხეთიდანაც მონაწილეობენ.

გუშინ „შავი ზღვის თასის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

დღეს შეჯიბრების დასკვნითი დღეა, სადაც გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში