ფრანკფურტში ეკოაქტივისტების პროტესტის გამო აეროპორტის მუშაობა დროებით შეჩერდა

26 ივლისი 2024, 09:58 338 ნახვა

ფრანკფურტში ქვეყნის ყველაზე დიდი აეროპორტის მუშაობა შეჩერებულია. ეკოაქტივისტების პროტესტის შედეგად 140 რეისი გაუქმდა.აქციის მონაწილეები საფრენ ბილიკზე გავიდნენ, ძირს გაწვნენ და კლიმატის ცვლილება გააპროტესტეს.

ფედერალური პოლიციის განცხადებით, რამდენიმე აქტივისტი აეროპორტის ტერიტორიაზე დილით ადრე შეიპარა.

გავრცელებული ცნობით, ეს აქტივისტების მეორე საპროტესტო დღე იყო. გასულ დღეს ისინი კიოლნ-ბონის, ბარსელონის, ჰელსინისა და ოსლოს აეროპორტების ასაფრენ ბილიკებზე გავიდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში