მიღება ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად 

26 ივლისი 2024, 09:58 321 ნახვა

პარიზში სპორტის სამიტს და ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზინდეტი დაესწრნენ. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გამართული ღონისძიება AFD-ის გენერალური დირექტორის რემი რიუს სიტყვით გაიხსნა.

სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ღონისძიებამ 500-მდე მონაწილეს უმასპინძლა, რომელთა შორის, სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან ერთად იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე  ასევე დაესწრო საზეიმო მიღებას, რომელიც საერთაშორისო  ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის სახელით, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის სტუმარი სახელმწიფო ლიდერების პატივსაცემად ლუვრში გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში