ბეშუმის განაშენიანების გეგმის განხილვა

26 ივლისი 2024, 14:05 479 ნახვა

კურორტ ბეშუმის განაშენიანების  დეტალური კონცეფცია დაამტკიცეს საკრებულოს სხდომაზე ხულოში. აღნიშნული დოკუმენტის რედაქციასთან დაკავშირებით ამჯერადაც შენიშვნები ქონდა სამოქალაქო აქტივისტსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს.

საუბარია დოკუმენტზე, რომელიც  ხულოს მერიის თხოვნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  სივრცითი მოწყობის  ჯგუფის მიერ მზადდება. იგი მოიცავს გოდერძის უღელტეხილის არეალის გენერალური გეგმისა და ამ არეალში მოქცეული  კურორტი ბეშუმის, შქერნალის უბნისა და გოდერძის უღელტეხილის განაშენიანების დეტალურ გეგმებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით  სამოქალაქო აქტივისტმა ჯემალ საგინაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა,  რომ  დოკუმენტში არ არის  აღნიშნული შესაძლო რისკები და არ არის მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე, ამიტომ იგი უნდა დაკორექტირდეს. მოხდეს მისი საჯარო განხილვა უფრო კონკრეტულ ჯგუფებში და ისე დაიწყოს განაშენიანება.  

საჯარო დოკუმენტის სისუსტეებზე ისაუბრა ენმ-ს წევრმაც. 

საკითხის ავტორმა მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ კონცეფცია არ არის საბოლოო, თუმცა დოკუმენტაცია განიხილეს შესაბამისმა ექსპერტებმა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში