შეხვედრა ქართველ ოლიმპიელებთან

26 ივლისი 2024, 14:44 374 ნახვა

პარიზში, ოლიმპიურ სოფელში ქართველ სპორტსმენთა დელეგაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი შეხვდა და სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატება უსურვა.

პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ღონისძიება დღეს თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება, ქართველი სპორტსმენები კი ასპარეზობაში ხვალიდან ჩაერთვებიან.

2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენლები სპორტის ცხრა სახეობაში ჰყავს. პარიზში საქართველოს ღირსებას  28 სპორტსმენი დაიცავს.

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადაზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში მედლისთვის იბრძოლებს ძიუდოისტ ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში