ჟესტური ენით გადმოცემული სათქმელი

26 ივლისი 2024, 19:57 920 ნახვა

რა ბარიერებს აწყდებიან ჟესტური ენით მოსაუბრე, სმენის არ მქონე პირები და როგორია მათი ყოველდღიური ყოფა ჩვენს სოციუმში?  ჩვენი რეპორტაჟის გმირი მარიამ ლებანიძე საკუთარი მაგალითებით გვიყვება იმ წინააღმდეგობებზე, რომელსაც სმენის არმქონე ადამიანები აწყდებიან.

გამოიკვეთა სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემა, არადა ადამიანის უფლებათა კონვენცია სრულად აღიარებს ჟესტურ ენებს და აკისრებს სახელმწიფოებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს მათ სწავლებასა და გავრცელებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში დაახლოებით 70 მილიონი სმენის არმქონე ადამიანია, რომელთა კომუნიკაციის ერთ-ერთი წამყვანი საშუალება სწორედ ჟესტური ენაა. მარიამი საუბრობს საზოგადობის ნაწილის დაბალ ცნობიერებაზეც. ვნახოთ ლევან ურიდიას რეპორტაჟი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში