ონკოლოგიური პაციენტებისთვის პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა გრძელდება

27 ივლისი 2024, 11:50 312 ნახვა

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკებში უზრუნველყოფა  გრძელდება - ამჯერად პროცესი რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ დაიწყო. ქიმიოთერაპიის განყოფილება კლინიკაში, რამდენიმე თვეა, ფუნქციონირებს და პაციენტებს მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას აწვდის.

ცნობისთვის 24 ივლისიდან ონკოლოგიურ პაციენტებს, სხვადსახვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ და პაციენტები მათთვის საჭირო მედიკამენტებს სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან, აქამდე მედიკამენდების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში შეძენა და  სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, კვლავ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში