თორნიკე რიჟვაძე საჯარო უნივერსიტეტების სტუდენტური კლუბების წევრებს შეხვდა

27 ივლისი 2024, 11:53 408 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს საჯარო უნივერსიტეტების სტუდენტური კლუბების წევრებს შეხვდა.  თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდებს აჭარაში განხორციელებული და დაგეგმილი საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული, საინვესტიციო პროექტები გააცნო, ასევე, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი ჩართულობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას.11 სტუდენტური კლუბი საჯარო უნივერსიტეტების ასობით სტუდენტს აერთიანებს.

სტუდენტური კლუბები უნივერსიტეტების ბაზაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა და მის მიზანს ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა წარმოადგენს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში