გოლანის მაღლობზე „ჰეზბოლას“ საჰაერო თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა

28 ივლისი 2024, 10:12 360 ნახვა

გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას, ამ დროის მონაცემებით, 12 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც ისრაელის მედია წერს, 30-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, დაღუპულთა რიცხვი კი, შესაძლოა, გაიზარდოს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თავდასხმა „ჰეზბოლამ“ განახორციელა.

რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.

„ჰეზბოლა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა კი განაცხადა, რომ ჰეზბოლა ცრუობს.

„ჰეზბოლა უარყოფს მომხდარზე პასუხისმგებლობას. ჩვენი დაზვერვა ნათლად აჩვენებს, რომ ჰეზბოლა არის პასუხისმგებელი უდანაშაულო ბავშვების სიკვდილზე“, – ამბობს ჰაგარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში