მსოფლიო არ უნდა დუმდეს, როცა „ჰეზბოლას“ ტერორისტებმა მოკლეს ბავშვები, რომელთა ერთადერთი დანაშაულიც გარეთ ფეხბურთის სათამაშოდ გასვლა იყო - ისააკ ჰერცოგი

28 ივლისი 2024, 10:28 353 ნახვა

მსოფლიო არ უნდა დუმდეს, როდესაც „ჰეზბოლა“ ფეხბურთის მოთამაშე ბავშვებს კლავს, - ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი გოლანის მაღლობის ჩრდილოეთით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ასე ეხმაურება.

„„ჰეზბოლა“, რომელიც ირანის მიერაა შეიარაღებული და დაფინანსებული, არ ასხვავებს ბავშვებს ან მოზარდებს, ჯარისკაცს ან მოქალაქეს, ებრაელს ან მუსლიმს. „ჰეზბოლას“ ტერორისტები სასტიკად დაესხნენ თავს და მოკლეს ბავშვები, რომელთა ერთადერთი დანაშაულიც გარეთ ფეხბურთის სათამაშოდ გასვლა იყო“, – ამბობს ჰერცოგი.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 30-მდე პირი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თავდასხმა „ჰეზბოლამ“ განახორციელა.

რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.

„ჰეზბოლა“ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში