„თამაშის დასასრული“ რობერტ სტურუას სპექტაკლი  ბათუმის დრამატულ თეატრის სცენაზე

28 ივლისი 2024, 11:53 384 ნახვა

„თამაშის დასასრული“ რობერტ სტურუას სპექტაკლი რუსთაველის თეატრის მსახიობებმა ბათუმის დრამატულ თეატრში დადგეს. პიესაში მთავარ როლს ოთხი მსახიობი ასრულებს, მოქმედება ცარიელ , ჩაკეტილ სახლში ვითარდება, სადაც უკანასკნელ დღეებს ატარებს უსინათლო თავის მსახურთნ ერთად, ხოლო ნაგვის ურნაში ცხოვრობენ მშობლები.

პიესის ოთხივე პერსონაჟი ცარიელ სივრცის შუაგულში ცხოვრობს და სამყაროს აღასასრულს ელოდება. სპექტაკლი გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა. რუსთაველის თეატრის მსახიობები ბათუმის დრამატულ თეატრში კიდევ ერთ სპექტაკლს 29 ივლისს დადგამენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში