აჭარის ძალისმიერი სპორტის ღია ფესტივალი

28 ივლისი 2024, 14:47 397 ნახვა

აჭარის ძალისმიერი სპორტის ღია ფესტივალი ქუთაისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ფინალში ბათუმისა და ქუთაისის გუნდები ბაგირის გადაწევაში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მეორე ადგილოსანი სწორედ, ბათუმის გუნდი გახდა. მესამეზე კი თბილისის გუნდი გავიდა.

ფესტივალის გამარჯვებულები ანტონ პლესნოიმ დააჯილდოვა. იგი უკრაინელი სპორტსმენი, რომელიც 2020 წელს ტოკიოში ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ასპარეზობდა. აჭარის ძალისმიერი სპორტის ღია ფესტივალის ფარგლებში კი ანტონ პლესნოიმ  კროს ფუტში გუშინ  პირველი ადგილი დაიკავა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში