აშშ გერმანიაში შორი რადიუსის რაკეტებს თუ განალაგებს, მოსკოვი „სარკისებრ ზომებს მიიღებს“ - პუტინის გაფრთხილება

28 ივლისი 2024, 15:51 456 ნახვა

ვლადიმერ პუტინი გერმანიაში ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში, ახალი რაკეტების განლაგებით იმუქრება.

პუტინის განცხადებით, ამერიკული Tomahawk რაკეტების განლაგების შემთხვევაში, რუსეთი ევროპაში საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების განლაგებაზე “ცალმხრივ მორატორიუმზე” იტყვის უარს.

"გერმანიაში “ტომაჰავკების” განლაგების შემთხვევაში, ამერიკის მოქმედების რადიუსში “აღმოჩნდება მნიშვნელოვანი რუსული სახელმწიფო და სამხედრო მმართველობის ობიექტები, ჩვენი ადმინისტრაციულ-სამრეწველო ცენტრები და თავდაცვითი ინფრასტრუქტურა.

 

აშშ-ის მიერ მსგავსი გეგმების რეალიზების შემთხვევაში ჩვენ საშუალო და ახლო მანძილის დარტყმითი საშუალებების განლაგებაზე აღებული ცალმხრივი მორატორიუმისგან თავისუფლად ჩავთვლით თავს”, - განაცხადა პუტინმა.

როგორც პუტინი ამბობს, რუსეთში, თითქმის, დაასრულეს საშუალო და ახლო მანძილის “რიგი სისტემების” შემუშავება და მოსკოვი “მიიღებს სარკისებრ ზომებს მათ განლაგებაზე აშშ-ის, ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში მათი სატელიტების ქმედებების გათვალისწინებით".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში