ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს

28 ივლისი 2024, 16:44 412 ნახვა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს.

შესაბამისი შეტყობინება ლიბანში მყოფ ნორვეგიელებს სამინისტრომ უკვე გაუგზავნა. უწყება, ასევე ურჩევს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ისრაელში წასვლისგან.

27 ივლისს გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები. დაშავებულია 30-მდე პირი.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.

ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, ბრალდებას „ჰეზბოლა“ უარყოფს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში