სპექტაკლი იაპონიის კულტურის ფესტივალის ფარგლებში

28 ივლისი 2024, 19:46 582 ნახვა

იაპონური  კულტურის ფესტივალის ფარგლები ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლ „ელისი საოცრებათა  ქვეყანაში“  ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას იაპონიის ელჩი საქართველოში  დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა.

ლუის კეროლის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით ახლებური ინტერპრეტაციით წარმოდგენილ სპექტაკლში ელისი იაპონიაში, თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობს და მისი მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში ხელოვნურ ინტელექტთან საუბრით იწყება. წარმოდგენა  იაპონური კულტურის  თანამედროვე და ისტორიულ ელემენტებს შეიცავს. 

სპექტაკლის რეჟისორი თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძეა, რომლისთვისაც ეს პირველი თეატრალური დადგმაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში