დღეს პარიზის ოლიმპიადაზე სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

29 ივლისი 2024, 10:16 446 ნახვა
 
 
დღეს პარიზის ოლიმპიადაზე სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ოლიმპიური მედლების მოსაპოვებლად ძიუდოისტები: ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი. ასევე, მოკრივე ლაშა გურული იბრძოლებენ.
 
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
 
ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველო სპორტის 10 სახეობაში - ბატუტზე ხტომაში, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, კრივში, მძლეოსნობაში, ტყვიის სროლაში, ფარიკაობაში, ცურვაში, ძალოსნობასა და ძიუდოში 28 სპორტსმენით არის წარდგენილი.
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში