შავიზღვისპირა კურორტებზე, 150-მდე კვების ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 10 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა - სეს-ი

29 ივლისი 2024, 10:51 423 ნახვა
 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, შავიზღვისპირა კურორტებზე, 150-მდე კვების ობიექტი შეამოწმა, საიდანაც 10 ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, აღნიშნული 10 ბიზნესოპერატორ დაჯარიმდა და მათ შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

"საკურორტო ზონებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლების ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, როტაციის პრინციპით, ტურისტებით დატვირთულ რეგიონებში - გურიასა და აჭარაში - ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი უკვე 150-მდე ბიზნესოპერატორთან განხორციელდა.

ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა 10 ობიექტში, რის გამოც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ვადებს, ეტიკეტირებას, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, მიკვლევადობას.

სურსათის ეროვნული სააგენტო, სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით, ბიზნესსექტორის ინფორმირებისა და საწარმოო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, მუდმივად გასცემს რეკომენდაციებს, ხვდება დაინტერესებულ მხარეებს და უახლეს ინფორმაციას აწვდის მათ.

შედეგად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული, რასაც მოწმობს მომხმარებელთა გამოკითხვა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური სახელმწიფო კონტროლის შედეგები.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლს ტურისტულ სეზონზე როტაციის პრინციპით 2018 წლიდან ახორციელებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში