ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული 59 ოჯახი დახმარებას მიიღებს

29 ივლისი 2024, 11:15 591 ნახვა

აჭარის მთავრობა ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 59 ოჯახს დაეხმარება. გადაწყვეტილება სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს.  მათ შორის 14 ხანძრის და 45 სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის დახმარების საკითხი.

კომისიის რეკომენდაციით და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრების, ან ადგილმონაცვლეობისთვის აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 768 ათას 293 ლარი გამოეყოფათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში