კვარაცხელიამ სეზონის მზადება გოლით დაიწყო 

29 ივლისი 2024, 09:50 435 ნახვა

"ნაპოლიმ" კასტელ დი სანგროში ამხანაგური მატჩი გამართა ალბანეთის ჩემპიონ "ეგნატიასთან". პირველი ტაიმის შემდეგ ანტონიო კონტეს გუნდი 2:0 იგებდა. ანგარიში 21-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ლობოტკას პასის შემდეგ გახსნა. 

29-ე წუთზე მეორე გოლი მატეო პოლიტანომ გაიტანა.

შესვენებისას შემადგენლობა შეიცვალა და "ნაპოლი" სულ სხვა გუნდით გავიდა მოედანზე. კონტეს შეგირდებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და 4:0 გაიმარჯვეს.

„ნაპოლი“ სეზონის გახსნამდე კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ნეაპოლელები ოთხშაბათს, 31 ივლისს ფრანგულ „ბრესტს“ შეხვდებიან, ხოლო შაბათს, 3 აგვისტოს – ესპანურ „ჟირონას“.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში