ისრაელი, "ჰესბოლას" თავდასხმის შემდეგ, საპასუხო ზომებს მიიღებს

29 ივლისი 2024, 19:38 396 ნახვა

ისრაელი, ლიბანური ტერორისტული დაჯგუფების, "ჰესბოლას" თავდასხმის შემდეგ, საპასუხო ზომებს მიიღებს. ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრს შესაბამისი უფლებამოსილება უკვე მიანიჭა. ლიბანური "ჰეზბოლას" თავდასხმას, შაბათს, 12 ისრაელელი ბავშვი ემსხვერპლა. "ჰესბოლა" მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს, თუმცა ამერიკამ უკვე დაადასტურა, რომ რაკეტა სწორედ "ჰესბოლას" ეკუთვნოდა. ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას, თუმცა, მისივე განცხადებით, შტატებს არ სურს ახალი კონფლიქტი რეგიონში.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში