პარიზი 2024 

30 ივლისი 2024, 11:00 414 ნახვა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დამაჯერებლად დაამარცხა და ოლიმპიადის საუკეთესო რვა მოკრივეს შორის მოხვდა.

ლაშა გურული მეოთხედფინალურ შეხვედრას პირველ აგვისტოს გამართავს, მისი მეტოქე ყაზახი ბაზარბაი მუჰამედსაბირი იქნება. შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტები ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიადაზე უმედლოდ დარჩნენ.

დღეს მედლების მოპოვებას კიდევ ორი ქართველი ჯუდოკა შეეცდება. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს.

დღესვე იჭიდავებს ეთერ ასკილაშვილიც, რომლისთვისაც ეს სადებიუტო ოლიმპიური თამაშებია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში