საკონსტიტუციო სარჩელი

05 აპრილი 2017, 00:00 2168 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ ლაშა ბახუტაშვილის სარჩელს არსებითად განიხილავს. მოსარჩელე   სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს,  რომელიც დიდი ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით, დეზომორფინის, ე.წ. “კრაკადილის” შეძენა-შენახვა-დამზადებისთვის 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსარჩელე აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალების ოდენობის განსაზღვრა  გათვალისწინებული უნდა იყოს. ლაშა ბახუტაშვილს კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს, როცა მოქალაქეს 0,9 გრამი დეზომორფინი აღმოუჩინეს, ის კი ამ მუხლით დაისაჯა. მოსარჩელის ინტერესებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე იცავს.

ამავე კატეგორიაში