ისრაელმა ბეირუთი დაბომბა

31 ივლისი 2024, 09:00 455 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთი დაბომბა. ინფორმაციას  ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. მათი  ცნობით, დარტყმების სამიზნეს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური წარმოადგენდა, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქ მაჯდალ-შამსზე სარაკეტო დარტყმასა და ისრაელის წინააღმდეგ სხვა თავდასხმებზე. 

ისრაელის მედია ვარაუდობს, რომ ისრაელის სამიზნეს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური ფუად შუქრი წარმოადგენდა, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ჰასან ნასრალას უსროსი მრჩეველია და აშშ-ის მიერ ძებნაშია გამოცხადებული. 

ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “წითელი ხაზი გადაკვეთა”.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში