ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ლაშა ბექაური იასპარეზებს

31 ივლისი 2024, 11:18 432 ნახვა

დღეს პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციიდან მხოლოდ ერთი სპორტსმენი იასპარეზებს. ტატამიზე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გავა. ლაშა ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი და მეორე ეტაპზე ბულგარელ ივაილო ივანოვსა და ლიბანელ კარამნობ საგაიპოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

პირველი ოლიმპიური მედალი კი ქართულ დელეგაციას მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, 24 წლის ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

ფინალში ტატო მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. იაპონელმა კი ქართველის ძლევით ტიტულის დაცვა მოახერხა და უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში