თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა

01 აგვისტო 2024, 10:24 451 ნახვა

ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა.

ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. მათივე ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე ბოლო დროს ავადმყოფობდა.

თენგიზ ცერცვაძე 1948 წლის 16 მარტს, თბილისში დაიბადა. ის 76 წლის იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში