ვითარება ახლო აღმოსავლეთში 

01 აგვისტო 2024, 09:38 370 ნახვა

ახლო აღმოსავლეთში, მშვიდობა კიდევ დიდი ხნით გადაიდო. "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის ლიკვიდაციის გამო ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.  ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის, – ამის შესახებ კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ახლა ირანთან ომშია და რთული დღეები წინ არის. ნეთანიაჰუმ აღნიშნა ისიც, რომ ომს დრო დასჭირდება და ისრაელის მოქალაქეებისგან მოთმინებას ითხოვს. მისი თქმით, გარკვეული დროის განმავლობაში მასზე ქვეყნის შიგნიდან და გარედან ხორციელდებოდა ზეწოლა ომის დასამთავრებლად.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ კვლავ ორიენტირებულია რეგიონში ესკალაციის თავიდან აცილებაზე.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში