ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია 

01 აგვისტო 2024, 10:19 417 ნახვა

ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებულმა ლაშა ბექაურმა პარიზში ჩემპიონის ტიტული დაიცვა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. 24 წლის ბექაურმა შეჯიბრების ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს ორი ვაზარით მოუგო.

პირველი ვაზარი იაპონელმა აიღო, თუმცა ბექაურმა მალევე გაათანაბრა, ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე ოთხი წამით ადრე ლაშამ მეორე ვაზარით მურაო დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა. ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ლაშა ბექაურმა ბულგარელი ივანოვი, სამხრეთ კორეელი ჰანი და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი დაამარცხა.

ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჯუდოკა. ის ასევე გახდა მსოფლიო ძიუდოს ისტორიაში პირველი, ვინც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ორჯერ, 24 წლის ასაკში მოიგო და პარიზის ოლიმპიადაზე აბესა და ნაგასეს შემდეგ მესამე, ვინც ჩემპიონის ტიტული დაიცვა. დღეს ქართული დელეგაციიდან ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ორი სპორტსმენი, - ძიუდოისტი ილია სულამანიძე და მოკრივე ლაშა გურული იასპარეზებენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში