ილია სულამანიძემ იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა და ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

01 აგვისტო 2024, 13:48 461 ნახვა

პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირის მეექვსე საშეჯიბრო დღე ილია სულამანიძემ (100კგ) გამარჯვებით დაიწყო.

ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში იტალიელი ჯენარო პირელი იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ილია სულამანიძის მომდევნო მეტოქე ოლიმპიურ ჩემპიონ, იაპონელ აარონ ვოლფსა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ, პორტუგალიელ ჟორჟ ფონსეკას შორის გამარჯვებული იქნება.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი აქვს - ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მოპოვება შეძლო, ლაშა ბექაური კი ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში