აჭარის რეგიონის სპორტსმენები ოლიმპიური მედლისთვის გაზრდილ ფულად ჯილდოს მიიღებენ

01 აგვისტო 2024, 20:44 5459 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  აჭარის მთავრობის სხდომაზე ოლიმპიელებს ოლიმპიური მედალი მიულოცა. თორნიკე რიჟვაძემ  წარმატებები უსურვა პარაოლიმპიელებსაც, რომლებიც ჩვენს ქვეყანას წლევანდელ ოლიმპიადაზე წარმოადგენენ.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან ერთად, ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებისთვის დაწესებული პრიზები  აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრომ გააორმაგა. 

"ჩვენი რეგიონის სპორტსმენები, ოლიმპიური ოქროსთვის 100 000 ლარის ნაცვლად მიიღებს  - 200 000  ლარს,
ოლიმპიური ვერცხლის პრიზიორი -  50 ათასი ლარის ნაცვლად - 100 ათას ლარს, ხოლო ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი   30 ათასი ლარის ნაცვლად მიიღებს  50 ათას ლარს",- აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის განცხადებაში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში